,,სანათი საშუალებების ისტორია’’- ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდებში დაცული მე-20 საუკუნის დასაწყისის ნავთქურები და თნამედროვე ელექტრო- ნათურებია წარმოდგენილი. ასევე ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის ,, სინათლის ხელოვნური წყაროს შექმნის ისტორიაზე’’ დოკუმენტური ფილმიც უჩვენეს. ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გამოფენა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.