სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსა და მაუწყებლის თანამაშრომლის სასამართლო

28 თებერვალი 2023, 17:45 670 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  თანამშრომლის სარჩელზე სასამართლომ  მოსამზადებელი სხდომა გადადო. მოსამართლემ დღეს მხარეების შუამდგომლობები მოისმინა და მათ  წარმოდგენილი ახალი წერილობითი  მტკიცებულებების გასაცნობად დრო მისცა. მაია მერკვილაძე მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი კოხრეიძის დროს  საშტატო განრიგში შეტანილი ცვლილებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას და ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურში რედაქტორის პოზიციაზე აღდგენას ითხოვს. მოსამზადებელ სხდომაზე  მაუწყებლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საშტატო ცვლილებას საფუძვლად  შ.პ.ს „სინერჯი ჯგუფის“მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები დაედო. მოპასუხე მხარეს დაევალა მომდევნო სხდომისთვის სრულყოფილი დასკვნის სასამართლოზე წარმოდგენა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში