ახალგაზრდული პოლიტიკის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, შესაბამის უწყებებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს დღეს აჭარის განათლების სამინისტროში. შეხვედრას მერები და საკრებულოს თავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ.
ორგანიზატორების თქმით, სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაა - მუნიციპალიტეტებში. ისაუბრეს სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის 2023-2026 წლების დოკუმენტზე, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესებაა.
ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე. ინფორმაცია და ვიდეო-მასალა აჭარის განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა.