გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია

28 თებერვალი 2023, 14:58 456 ნახვა

ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება. ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამუშაოები მელიქიშვილიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს.  

აქ უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა და  ჭები, აღდგება  ტროტუარების და ბორდიურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაზიანებულ ველობილიკს.    

სამუშაოებისთვის მერია მილიონ ნახევარზე  მეტს დახარჯავს. ამავე პროექტის ფარგლებში  ფარნავაზ მეფის ქუჩაც მოწესრიგდება.  

ინფორმაცია და ვიდეო მასალა მერიამ მოგვაწოდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში