საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა მართლმადიდებელი მოქალაქეების უფლებები, ეზღუდებათ გამოხატვის, თავისუფლად გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება - განცხადება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გააკეთეს. სააგენტომ 2020-22 წლები შეაჯამა.
სააგენტოს თავმჯდომარემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში რელიგიის სააგენტოს ჩართულობით ხორციელდება.
აქვე შეგახსენებთ, რელიგიის სააგენტოს ფუნქციაა ქვეყანაში რელიგიური პოლიტიკის, სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების მოწესრიგება და ტოლერანტული გარემოს შექმნა.