ახალი ავტობუსების ნაწილი ქალაქში ხვალიდან იმოძრავებს

28 თებერვალი 2023, 11:45 1255 ნახვა

ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი უკვე შემოვიდა. ახალი ავტობუსები 70-მდე მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. 

მერიის ინფორმაციით, ავტოპარკის განახლების პროცესი აპრილში დასრულდება.

ავტობუსების შეძენა აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა..65 ავტობუსის შესაძენად 32 მილიონი ლარია გათვალისწინებული, პირველ ეტაპზე ახალი ავტობუსებით ნომერ 4-ზე მოძრავი ტრანსპორტი ჩანაცვლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი