ახლა კი ქობულეთი და შიდა სასოფლო გზები, რომლებიც სრულად ამ დრომდე არ გაწმენდილა. მოსახლეობამ პრობლემის შესახებ ოფიციალურ გვერდზე მოგვწერა. ჩვენი გადამღები ჯგუფი რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა. ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი. გაწმენდილია ცენტრალური გზები, თუმცა ზოგ შემთხვევაში მოსახლეობას აღნიშნულ მონაკვეთამდე 5 კმ-ს გავლა ფეხით უწევს. ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით ცენტრალური გზები თითქმის ყველა სოფლამდე გაწმენდილია, შიდა სასოფლო გზების გაწმენდა კი ეტაპობრივად მიმდინარეობას.