ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
ამ დროისთვის მელიქიშვილის ქუჩიდან ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.
6 მილიონ 688 ათას 888 ლარის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა, დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა დეკორატიული მოაჯირი და მწვანე კორდი.