კომპანია ''საირმე მინერალ ვოთერსის'' გაფიცული თანამშრომლები 3 მარტს მასშტაბურ აქციას აანონსებენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.
გუშინ დღის ბოლოს გაფიცულები ბაღდათის მერიასთან შეიკრიბნენ და მათი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს: ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
მანამდე გაფიცულები შეხვდნენ კომპანიის ადმინისტრაციას, თუმცა მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა.