„ხალხის ძალის“ ორი კანონპროექტი

26 თებერვალი 2023, 20:09 629 ნახვა

''ხალხის ძალის'' ორი სადავო კანონპროექტი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" უკვე ინიცირებულია. რიგით მეორე "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" ამერიკული ანალოგი პარლამენტის ბიუროს ორშაბათის სხდომაზე წარედგინება. 

კანონპროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველი ვერსიის მიხედვით, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია ევალებათ იურიდიულ პირებს, რომელთა შემოსავლის 20% და მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მათ ფინანსური ანგარიშგება წელიწადში ერთხელ მოუწევთ. რეგისტრაციისგან თავის არიდება კი ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ამერიკული მოდელი რეგისტრაციას ავალდებულებს ფიზიკურ პირებსაც.

უარის შემთხვევაში განსაზღვრულია სისხლის სამართლებრივი დევნა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი