„ხალხის ძალის“ კანონპროექტის ორი სადავო ვერსია

26 თებერვალი 2023, 18:00 733 ნახვა

''ხალხის ძალის“ ორი სადაო კანონპროექტი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორების მიერ პარლამენტში რიგით მეორე კანონის პროექტი დაინიცირდება - "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" ამერიკული ანალოგი პარლამენტის ბიუროს ორშაბათის სხდომაზე წარედგინება. 

კანონპროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველი ვერსიის მიხედვით, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია ევალებათ იურიდიულ პირებს, რომელთა შემოსავლის 20% და მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მათ ფინანსური ანგარიშგება წელიწადში ერთხელ მოუწევთ.

რეგისტრაციისგან თავის არიდება კი ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ამერიკული მოდელი რეგისტრაციას ავალდებულებს ფიზიკურ პირებსაც.

უარის შემთხვევაში განსაზღვრულია სისხლის სამართლებრივი დევნა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც.

საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე პოზიციები ისევ ვერ ჯერდება. ოპოზიცია ორივე ვერსიას იწუნებს, ოცნება კი განხილვებს ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი