ესეების კონკურსი - „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“ დასრულდა. მასში 500-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა. გამარჯვებული რამდენიმე თვეში გამოვლინდება. პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს ამერიკის საელჩო სერთფიკატებით დააჯილდოებს, ხოლო პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი აგვისტოში ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს კონფერენციაზე გაემგზავრება.
ესეების კონკურსი 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერების ხსოვნას ეძღვნება, რომლის მიზანი მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციაა.