სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

24 თებერვალი 2023, 21:06 627 ნახვა

სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა, ესპანელი ლეგენდა გუნდს ემშვიდობება, სადაც აღნიშნავს რომ ესპანეთის ახლანდელი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე, მასზე გათვლას არ აკეთებს და როგორც თვითონ აცხადებს, სულ არ ადარდებს რა ფორმაში იქნება და როგორ ითამაშებს, დაწერა რამოსმა, რომელიც როგორც ჩანს ახალმა თავკაცმა გააბრაზა. სერხიო რამოსმა „ფურია როხას“ შემადგენლობაში 180 მატჩი ჩაატარა, ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გუნდმა 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი