პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა

24 თებერვალი 2023, 18:40 584 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი  ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანთაქია-ჰათაის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა, ჰათაის გუბერნატორის მოადგილემ, აჰმეთ გენჯერმა და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩაღათაი ქილიჩმა გააცილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში