რატომ არ ჩავიდა „ქართული ოცნება“ კიევში - პრემიერის განმარტება

24 თებერვალი 2023, 18:16 500 ნახვა

თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ყველა ადამიანი თავისუფალია,  არავის ვზღუდავთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი   პრეზიდენტის  მიერ გაკეთებულ განცხადებას.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ისმის, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც საქართველოს მთავრობა მოქმედებს. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს  მთავრობის და ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს,  რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში