პრეზიდენტის კრიტიკა ხელისუფლებას

24 თებერვალი 2023, 18:15 618 ნახვა

საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში.  სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე- განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა , რომლის განცხადებაშიც დღეს ისევ ისმოდა კრიტიკა ხელისუფლების მისამართით.   სალომე ზურაბიშვილის  შეფასებით,  საქართველოს მთავრობამ,  რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი. ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  რუსეთის აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება, გაიხსენა დაღუპული გმირები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით,  ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი, თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი