„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინაში, მმართველი პარტიის, „სლუგა ნაროდას” თავმჯდომარეს, ოლენა შულიაკსა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდნენ. სახელისუფლებო პარტიასთან შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. ასევე, დეტალურად განიხილეს ომისშემდგომი უკრაინის რეკონსტრუქციის პროგრამა და ამ მიმართულებით დახმარების აუცილებლობა. „ლელოს” ლიდერებმა მზაობა გამოთქვეს ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობაზე. ასევე პარტია "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია, 24 თებერვლის აქციის საინიციატივო ჯგუფის სახელით, კიევში გაემგზავრა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე, 24 თებერვალს, იგი რადაში შეხვედრებს გამართავს