ხვალ საქართველოს ნაკრები კონტაქტურ კარატეში საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც FRANCE OPEN-ზე იასპარეზებს. ეროვნული ნაკრების ღირსებას აჭარიდან ექვსი სპორტსმენი დაიცავს: ჩემპიონობისთვის დავით მსხალაძე, დათა ფუტკარაძე, მინდია მგელაძე, ლაშა შანთაძე და ლევან ვერულიძე იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში სენიორთა შორის იბრძოლებს ნაკრების მწვრთნელი ლევან ცინცაძეც. ევროტური ესპანეთში გაგრძელდება. თუმცა, SPAIN OPEN-ზე მხოლოდ აჭარის ნაკრების წევრები იბრძოლებენ. შეჯიბრება ვალენსიაში გაიმართება, მანამდე ლევან ცინცაძის ნაკრები, ბარსელონაში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ერთობლივ შეკრებას გაივლის. ლევან ცინცაძის განცხადებით, ეს ორი ტურნირი ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, გიოტებორგში გაიმართება.