„ნაპოლიმ“ გასვლაზე „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა

22 თებერვალი 2023, 20:45 454 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში  ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სტუმრად აინტრახტი დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა, შეხვედრის პირველი 30 წუთი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ნაპოლიმ მოუმატა და ოსიმენმა პენალტიც მოიპოვა, თუმცა სამწუხაროდ კევინ ტრაპმა კვარაცხელიას დარტყმული აიღო, მაგრამ ფრანკფურტელები სულ რამდენიმე წუთში ვიქტორ ოსიმენმა, ლოზანოს გამჭოლი გადაცემის შემდეგ დაამწუხრა.მეორე ტაიმში ქართველმა ვარსკვლავმა აცილებული პენალტი გამოისყიდა და  65-ე წუთზე ქუსლით დი ლორენცოზე ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც ლიგაზე ხვიჩას უკვე 4 საგოლე გადაცემა აქვს და პირველ ადგილს გენიალურ ლეო მესისთან ერთად ინაწილებს. მეორე შეხვედრაში კი რეალმა ენფილდზე ლივერპული 5:2 გაანადგურა, პირველი 15 წუთის შემდეგ ლივერპული 2:0-ს იგებდა, თუმცა უკვე ტრადიციულად რეალმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი კიდევ სამი უპასუხო გოლი გაიტანა. საპასუხო შეხვედრები 16 მარტს გაიმართება. ასევე დღეს მერვედფინალის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართება. ინტერი პორტუს დაუპირისპირდება, ხოლო ლაიფციგი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. ორივე მატჩი ღამით 12 საათზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში