97 200 ლარია გათვალისწინებული მაჟორიტართა ბიუროებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან. მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თვეში 1200 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კი -1 800 ლარს. ხულოს მაჟორიტარს შეუძლია 3 წარმომადგენლის, ხოლო დანარჩენ მაჟორიტარებს ორ - ორის წარდგენა. კანდიდატებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი დაამტკიცეს. აჭარის უმაღლესი საბჭო მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლებს პირველი თებერვლიდან დააფინანსებს.