დღეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. უფასო გამოკვლევები ჩატარდა ბათუმში ჰოსპიტალ “მედ-ცენტრში.” გარდა ამისა ხორციელდება სახელმწიფო სკრინინგის პროგრამა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში 800 ათასი ლარი აქვს პროგრამებისთვის. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში პაციენტს სახელმწიფო ღირებულების 70 % უფინანსებს. წელს პირველად გარკვეულ პაციენტებს უწყება დარჩენილ 30 %-საც აუნაზღაურებს.