ამ წუთებში მიმდინარეობს დოჰას 250-იანი ტურნირი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ ალექსანდრ მიულერს უპირისპირდება. 26 წლის მიულერს ATP-ს კლასიფიკაციაში 173-ე ადგილი უკავია, კარიერის განმავლობაში კი, 142-ე პოზიციის ზემოთ არასდროს ყოფილა. 30 წლის ბასილაშვილი მას პირველად ხვდება და თუკი აჯობა, მერვედფინალში მე-8 ნომრად განთესილ ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპსა შეხვდება.