რაგბის ევროპის B ჯგუფში პორტუგალიამ შინ 38:20 დაამარცხა რუმინეთის ეროვნული გუნდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს რუმინელებმა და სწორედ ისინი ჩამოვლენ თბილისში 5 მარტს "ბორჯღალოსნებთან" ნახევარფინალში სათამაშოდ. A ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ესპანეთი კი მეორე ნახევარფინალში B ჯგუფის გამარჯვებულ პორტუგალიას დაუპირისპირდება.