საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრა

20 თებერვალი 2023, 21:03 494 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს დილით ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც ძალიან პრინციპული შეხვედრა ელის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ისტორიულ მიჯნაზეა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორივე მატჩის მოგება სჭირდება. შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი სამშობლოში ჩარტერული რეისით დაბრუნდება და  ისლანდიასთან მატჩისთვის მოემზადება. შეხვედრა 26 თებერვალს, თბილისი არენაზე, 20:00 საათზე გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში