საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება

20 თებერვალი 2023, 18:59 501 ნახვა

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„სწორედ იმ დროს, როდესაც მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როდესაც 24 თებერვლის მოახლოება ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.

ეს ხდება იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი