შაჰინის სკოლა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, გასულ წელს მოექცა. მას შემდეგ რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შეფასებისას აღნიშნა, რომ შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან. კონსული სკოლას ფეტულა გულენს უკავშირებდა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მოგვიანებით კონსულმა განცხადება უარყო, თუმცა სატელევიზიო კომენტარებში ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა. ვრცლად თემის შესახებ გიამბობთ მთავარში 9-ზე.