მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე სამუშაო დღე. პანელური დისკუსიები გრძელდება. გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება – ასე ჰქვია პანელს, სადაც მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ფინეთის პრემიერი და ევროკომისიის პრეზიდენტი. შეკრებილებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმაც მიმართა.
დღესვე რიგით 49-ე კონფერენციის მონაწილეების წინაშე საქართველოს პრემიერი წარდგება. მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებს შეხვდა.