ავტორიზაციის გარეშე

04 თებერვალი 2017, 00:00 3625 ნახვა

შაჰინის სახელობის სკოლა - ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა, - გადაწყვეტილება ავტორიზაციის საბჭომ მიიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ გადაწყვეტილების მიზეზი ის დარღვევები აღმოჩნდა, რომელიც მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცედურებს უკავშირდებოდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ,  რომ მოსწავლეები, რომლებიც აღნიშნულ სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ავტორიზებულ სკოლაში გადანაწილდებიან. თემასთან დაკავშირებით ამ წუთებში შაჰინის სკოლა-ლიცეუმში ბრიფინგი იმართება, მთავარში 6-ზე შემოგთავაზებთ საკითხთან დაკავშირებით აჭარის განათლების მინისტრის კომენტარსაც.

ამავე კატეგორიაში