კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ამჯერად პროკურატურა ახალგაზრდა მამაკაცს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გასული წლის აგვისტოში, თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ჯგუფური ჩხუბის დროს ერთ-ერთი პიროვნება დაიჭრა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, დანაშაული სხვამ ჩაიდინა, რომელიც აღიარებდა დანაშაულს, თუმცა გამოძიება არ ცვლის თავდაპირველ ვერსიას. პროკურატურა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.