ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ - ასე ჰქვია საქმეს, რომელზეც გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ მიიღო. საქმე ეხება 2012 წლამდე პატიმრების სასტიკ მოპყრობას საპატიმროებში.
გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურით ხდებოდა; პატიმრებს ცემდნენ კვირაში რამდენჯერმე; ათავსებდნენ ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში.
უზღუდავდნენ საკვების მიღებასა და საპირფარეშოს გამოყენებას. აკაკი ოჩიგავას წამების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაერთი ადამიანი მისცა.