მესამე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექია, სადაც მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1- მეტრია, დაბალი ზონის სოფლებში კი 30-40 სანტიმეტრს მიაღწია.
ამ დროისთვის 8-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული სოფლის შიდა საუბნო გზების გაწმენდის პროცესში. გადაადგილების პრობლემა არცერთ ცენტრალურ გზაზე არ შეინიშნება.
დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ცხემვანაში რამდენიმე აბონენტს, სადაც ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ტექნიკურმა ჯგუფებმა უამინდობის გამო სამუშაოები ხვალამდე შეაჩერეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. რაც შეეხება ბაღებს 5-საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი უამინდობის გამო არ ჩატარებულა.