პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ

17 თებერვალი 2023, 17:40 555 ნახვა

ზურაბ აზარაშვილს საკანონდებლო ორგანოში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში მოუსმინეს. მინისტრმა დეპუტატებს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა და აკრედიტაციის გამცემი კომპანიიდან ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი სერტიფიკატის მიტანა იმისათვის, რომ კლინიკამ სახელმწიფო დაფინანსებით მომსახურების შეთავაზება გააგრძელოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში