საქართველოს რკინიგზა მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

17 თებერვალი 2023, 12:07 529 ნახვა

დასავლეთში  უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური.

„დასავლეთში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი გარემოება, ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი