უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში

17 თებერვალი 2023, 12:04 490 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც რიგით 59-ე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ასევე დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობაც. კონფერენციის ფარგლებში პრემიერი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში  საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.  საქართველოს ელჩმა გერმანიაში განაცხადა, რომ პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი