ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერი დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა.
დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.