მძიმე ვითარება მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში

16 თებერვალი 2023, 17:19 577 ნახვა

თურქეთში საუკუნის დამანგრეველი მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ  კაჰრამანმარასში  მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი მოზარდი ამოიყვანეს. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მიწისძვრით განადგურებულ ადიამანში, რომელიც სხვა პროვინციებისგან განსხვავებით ყველაზე მეტად დაზარალდა, უკვე  მძიმე ტექნიკამ დაიწყო მუშაობა.

მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილი, თუმცა საცხოვრებლად უვარგისი სახლების დემონტაჟი დაიწყო. 

ადიამანი ბევრმა მკვიდრმა უკვე დატოვა. ის, ვინც   დარჩა ეკრძალებათ სახლებში დაბრუნება, ისინი ქუჩაში ათენებენ ღამეებს და გასათბობად კასრებში წვავენ შეშას.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 36 ათას 187, ხოლო სირიაში 5 ათას 800 ადამიანი შეადგინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი