აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ”IMTM 2023” ფარგლებში მედიაპლატფორმების, ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრებზე ისრაელში ბათუმის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიების, სიუჟეტებისა და ბლოგების გამოქვეყნების მიზნით, ბათუმში ინფო-მედიატურების ორგანიზება იგეგმება. გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთადაა წარმოდგენილი. შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო ისრაელში.