ტაშკენტის გრანდ სლემზე 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვა

15 თებერვალი 2023, 20:35 652 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წინასწარი განაცხადი გააკეთა ტაშკენტის გრანდ სლემზე, რომელსაც უზბეკეთის დედაქალაქი 3-5 მარტს უმასპინძლებს. ამჟამინდელი ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 10 ქართველი ძიუდოსტი მიიღებს.  8 კაცი, 2 ქალი. ლუხუმ ჩხვიმიანი, ბაგრატ ნინიაშვილი, ლევან გუგავა, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გელა ზაალიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი. შარშან ტაშკენტში გრანდ სლემი არ ჩატარებულა, 2021 წელს კი უზბეკეთში ასევე 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, თუმცა, მედალი ვერცერთმა აიღო.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი