ხვალ თელ-ავივის გრანდ სლემი იწყება

15 თებერვალი 2023, 20:29 459 ნახვა

16 თებერვალს, ისრაელის ქალაქ თელ ავივში, თელ ავივის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი იჭიდავებს. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იასპარეზებს. 2023 წელს პირველად, 60 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე – ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა. 66 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება – ლაშა ნადირაძე და ვაჟა მარგველაშვილი. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. შემდეგ დღეებში ტატამზე მიხეილ ბახბახაშვილს, ბექა ღვინიაშვილს და ვარლამ ლიპარტელიანს ვიხილავთ. ტურნირი 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში