პარლამენტის თავმჯდომარე კორეის რესპუბლიკის ასამბლეაში მოქმედ საქართველო-კორეის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსა და კორეას შორის მეგობრულ კავშირებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-კორეის ორმხრივ ურთიერთობაზე.
დადებითად შეფასდა საპარლამენტო დონეზე მზარდი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნენსკრა ჰესის პროექტზე.