სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი

15 თებერვალი 2023, 14:44 719 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული რვა ჯიხურის დემონტაჟს ახორციელებს დღეს დილიდან  ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

უწყების დირექტორის მოადგილის განცხადებით,  სავაჭრო ობიექტების  ხელშეკრულების ვადა წლის ბოლოს  გავიდა, ახალი ნებართვის  მისაღებად  კი მოიჯარეებს  მერიისთვის აღარ მიუმართავთ.

ჯიხურები, რომლებიც  მერიის საწყობში გადააქვთ, მეპატრონეებს  საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ დაუბრუნდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი