შერეული ორთაბრძოლების წლის პირველი შოუ 18 თებერვალს დაიწყება

15 თებერვალი 2023, 10:10 528 ნახვა

შერეული ორთაბრძოლები ჯი-ეფ-სი-ს წლის პირველი ტურნირი 18 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიართება. სადაც 13 ქართველი მებრძოლი იბრძოლებს. ქართველების გარდა, ოქტაგონზე კიდევ 5 ქვეყნის სპორტსმენები გავლენ.

ჩემპიონობისთვის ბექა გოგალაძე იბრძოლებს და მისი მეტოქე დაუმარცხებელი ყირგიზი სპორტსმენი რუსლან ამუევი იქნება.

ბექას კარიერაში 9 მოგება და 2 მარცხი აქვს. ამ ორგანიზაციის ქამარს ქართველი მებრძოლებიდან რაულ თუთარაული და ამირან გოგოლაძე ფლობენ. ახლა კი ბექა გოგალაძესაც სურს, რომ ამ სიას შეუერთდეს.

ივენთი ლეგენდარული ქართველი მებრძოლის გურამ გუგენიშვილის სახელობის იქნება, რომელიც 2014 წლის 8 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი