გამოსახლების პროცესი გადაიდო

14 თებერვალი 2023, 11:09 830 ნახვა

ქობულეთში სოფელ გორგაძეებში მცხოვრები გია გორგილაძის ოჯახის გამოსახლება მორიგების პირობით, აგვისტომდე კიდევ ერთხელ  გადაიდო. ოჯახს სახლის დასაცლელად ვადა გუშინ ამოეწურა, მაგრამ კიდევ ერთხელ  მოხერხდა მევახშესთან მოლაპარაკება.

ადგილზე  პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო  მობილიზებული. 

სოციალურად დაუცველი  6 წევრიანი ოჯახი, საცხოვრებელი სახლის გაყიდვამდე ვადას ითხოვს.  გორგილაძეები ამბობენ, რომ კერძო მევახშე მორიგებაზე თანახმაა, თუმცა ოჯახს თავის პირობას უყენებს. როგორც ისინი ამბობენ, მევახშე 22-ათასი დოლარის სანაცვლოდ, ამ ეტაპზე 50 ათას დოლას ითხოვს. 

გორგილაძეების ოჯახი ამბობს, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელ სახლთან ერთად უნდა გაიყიდოს და მხოლოდ ამ თანხით შეძლებენ კერძო მევახშის გასტუმრებას. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი