მანსანკანის ფესტივალი

17 მაისი 2016, 00:00 4057 ნახვა

მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ფესტივალი, მოზარდებს შორის, ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. სეზონის საუკეთესო გუნდი ჟიურიმ ძირითადი კონკურსის შემდეგ, კითხვა-პასუხის ტურში გამოავლინა. ფინალში 5 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. გამარჯვებული გუნდი ექსკურსიაზე ტაო-კლარჯეთში გაემგზავრება. ტაო-კლარჯეთში გაემგზავრება ფესტივალის მონაწილე ჟიურის რჩეული სამი მოსწავლეც. მანსანკანის ფესტივალი ბათუმში ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა. ღონისძიების ორგანიზატორი მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი იყო.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი