თურქეთში მიწისძვრით მიყენებულ ზარალს ითვლიან

13 თებერვალი 2023, 11:25 601 ნახვა

მიწისძვრის შედეგად თურქეთის ეკონომიკისთვის  მიყენებულმა ზარალმა 84 მილიარდი დოლარი შეადგინა.  ამის შესახებ   თურქეთის საწარმოთა და ბიზნეს კონფედერაციაში აცხადებენ. 

ორგანიზაციის  მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსების ნგრევის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 70,8 მილიარდი დოლარია და დამატებით კიდევ 10,4 მილიარდი დოლარი ეროვნული შემოსავლის ზარალია. კონფედერაციამ ასევე განაცხადა, რომ მუშახელის დანაკარგი  თურქეთის ეკონომიკას შეიძლება 2,9 მილიარდი დოლარი დაუჯდეს, რადგან მიწისძვრამ  10 პროვინცია  გაანადგურა და მძიმედ დააზარალა 13,5 მილიონი ადამიანი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ისევე როგორც მეზობელ სირიაში. ბევრი ეკონომისტი  ხაზს უსვამს, რომ ჯერ ნაადრევია კატასტროფის სრული ზარალის შეფასება.

თურქეთის ხელისუფლება გასული კვირის ძლიერი მიწისძვრების შედეგად  მასშტაბურ ნგრევაზე პასუხიმგებლობის გადატანას  სამშენებლო კონტრაქტორებზე ცდილობს. 

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ 131 პირის დაკავების ორდერი უკვე გაიცა. 

ძლიერი  მიწისძვრის მიუხედავად  თურქეთში ბევრი ნგრევის მასშტაბებს  გაუმართავ მშენებლობას უკავშირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი