საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. „ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.