აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები სახელმწიფო დახმარების გარეშე შესაძლო დარჩენაზე საუბრობენ. დღეს ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად მცირე საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება დევნილებზე დაწესებულ 45 ლარიან დახმარებას აუქმებს. იძულებით გადაადგილებულების თქმით, ისინი ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ, რომელსაც შედგეგ პრემიერ-მინისტრს გაუგზავნიან. დევნილთა სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ, მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ეს დევნილთა ინტერესების საწინააღმდეგოდ აგორებული კამპანიაა.