მიუსაფარი ცხოველების, მათ შორის ძაღლების მომრავლება საქართველოს ბევრი ქალაქის ქუჩაში იგრძნობა - პრობლემის წინაშე ბუნებრივია ქობულეთის მუნიციპალიტეტიცაა.
აქ უკვე ფიქრობენ იმ პირობებზე და ადგილზე, სადაც თავშესაფრის მოწყობა იქნება შესაძლებელი, მანამდე კი ძაღლები კეთილი ადამიანების იმედად უნდა იყვნენ.