კრიშტიანო რონალდომ შიდა ჩემპიონატებში 500-ზე მეტი გოლი გაიტანა

10 თებერვალი 2023, 20:54 462 ნახვა

კრიშტიანო რონალდოს ალ ნასრიმ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ალ ვეჰდასთან სტუმრად ითამაშა და მეტოქეს 4:0 მოიგო. ოთხივე გოლი რონალდომ გაიტანა. პორტუგალიელმა გოლები 21-ე, მე-40, 51-ე და 61-ე წუთებზე გაიტანა. პორტუგალიელს ხუთი გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა ცხრილში მე-13 ადგილზეა. ალ ნასრის 37 ქულა აქვს და ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ალ ტაავონს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პორტუგალიელის მიერ შიდა ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობა 503-ია.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში