„ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა

10 თებერვალი 2023, 20:51 514 ნახვა

„ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა, შესაბამისად, გოგა ბითაძე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ნებისმიერ გუნდს შეუძლია. გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსმა მას შემდეგ გაუშვა, რაც კლუბმა სამგუნდიან ტრეიდში მიიღო მონაწილეობა. ტრეიდში ინდიანა, ბრუკლინ ნეტსი და მილუოკი ბაქსი მონაწილეობდნენ. მილუოკიმ მსუბუქი ფორვარდი ჯეი კრაუდერი მიიღო, სამაგიეროდ კი დრაფტის 5 მეორე წრის აყვანის უფლება გასცა. პეისერსმა მიიღო ჯორდან ნვორა და ორი მეორე რაუნდის კალათბურთელი მომავალ დრაფტებში. ტრეიდის დასრულებისთანავე, ინდიანამ გუნდიდან გაუშვა გოგა ბითაძე.სერბული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ გოგა ბითაძის დამატება ევროლიგის ცრვენა ზვეზდას სურს, თუმცა გოგას აგენტმა ერთხელ უკვე უარყო ევროპაში დაბრუნების მოსაზრება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი